კელი დეგნანი - შეთანხმების მიღწევა ძალიან შთამაგონებელი მაგალითია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით
კელი დეგნანი - შეთანხმების მიღწევა ძალიან შთამაგონებელი მაგალითია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით

შეთანხმების მიღწევა არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ეს მისწრაფება რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი, გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულ ყოფილიყო ეს შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა შეთანხმება.

„ეს არის ძალიან შთამაგონებელი მაგალითი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ტრანსატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ეს მისწრაფება, რომ საქართველო გახდეს ტრანატლანტიკური ევროპული ოჯახის ნაწილი გულისხმობს პოლიტიკურ სიმამაცეს, რათა მიღწეულ ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ხელშეკრულების შესრულება. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი მაგალითებს ამ ევოლუციის დროს, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, საქართველოში ინსტიტუტები იძენენ ძალას. მხოლოდ 20 წელია, ეს ქვეყანა დემოკრატიაზე მუშაობს. ჩემი აზრით, ძალიან შთამბეჭდავია, ეს ქვეყანა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ დაიწყოს მუშაობა, როგორც მულტიპარტიულმა დემოკრატიამ და მოაგვაროს სერიოზული გამოწვევები, რომელსაც საქართველო აწყდება. ასეთი პროგრესი ამარტივებს ამერიკისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა დეგნანმა.

დატოვე კომენტარი