კელი დეგნანი – საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა

22:50, 24.03.2021

საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეთა ინფორმირების კუთხით.

„მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებასა და მრავალფეროვანი პროგრამებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, აგრეთვე ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი