კელი დეგნანი - საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ და ვინც თავს ესხმის მოქალაქეებს
კელი დეგნანი - საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ და ვინც თავს ესხმის მოქალაქეებს

ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის  უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს.

„მკაფიო შედეგები და გზავნილი თუ არ იქნება, რომ ძალადობის მიმართ არ მოხდება ტოლერანტობა, ეს იქნება მოწვევა მეტი ძალადობისკენ. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს, რათა მათ გამოიყენონ კონსტიტუციით დაცული უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.