კელი დეგნანი - საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ
კელი დეგნანი - საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ

აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ეს მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, რათა ფოკუსირება მოახდინოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად და რომ შემცირდეს პოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

ელჩმა აქვე არჩევნების მიმართ მოქალაქეთა ნდობისთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო კომისიების თანამშრომლები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული ახალ ტექნოლოგიებში, რომელიც დაინერგება. მოსახლეობამ ასევე უნდა იცოდეს საარჩევნო სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ.

საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, არჩევნების შემდეგ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.