კელი დეგნანი - საარჩევნო რეფორმები მიღებულია, თუმცა ახლა საჭიროა მათი ამოქმედება
საარჩევნო რეფორმები მიღებულია, თუმცა ახლა საჭიროა მათი ამოქმედება, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
დეგნანი აღნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის. როგორც არაერთხელ ვთქვით, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ტარდება არჩევნები, იმის განსასაზღვრად, რომ ეს იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.
საარჩევნო რეფორმები მიღებულია, თუმცა ახლა საჭიროა მათი ამოქმედება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა შეძლოს ხმის მისაცემად მისვლა დაშინებისგან თავისუფლად. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება გაუმჯობესებული არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.