კელი დეგნანი - საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული
კელი დეგნანი - საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული

საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივი პროცესია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი საკითხების დამატებას.

„საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული და ამ პროცესში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული წარმომადგენელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თვითონ საარჩევნო კანონმდებლობაში დაემატა გარკვეული საკითხები, ის რაც არ იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა ამ ახალ დამატებებს, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა, არ ხდებოდეს მხოლოდ ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.