კელი დეგნანი - განხორციელდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებული იყოს
კელი დეგნანი - განხორციელდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, ეს ცვლილებები უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებული იყოს

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია დაწყებულია. განხორციელდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, როგორც 19 აპრილის შეთანხმების შედეგი. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს შესაძლებლობას, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იყოს უმჯობესი წინა არჩევნებთან შედარებით, თუმცა საჭიროა ტრენინგები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებთ განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჯობესება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები.

ამასთან, ელჩის თქმით, მედია, განსაკუთრებულად საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ასევე, საჭიროა ტრენინგები ამომრჩევლებისთვისაც, რომ მათ გაიგონ, რა არის სიახლე, რა შეიცვალა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მათ ნდობა ექნებათ არჩევნების შედეგებისადმი. ეს ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად, რეფორმების გასაგრძელებლად, ძლიერი ატმოსფეროს შესაქმნელად, ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლები იყვნენ კარგად წარმოდგენილები. ამის საკვანძო კომპონენტი არის მედია. მედია ყოველთვის ასრულებს მნიშვნელოვან როლს, თუმცა განსაკუთრებულად საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. მედია არის ის, საიდანაც ამომრჩეველი იღებს საჭირო ინფორმაციას ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ძალადობრივი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ, ასევე მუქარები და ბულინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის არა მხოლოდ არაკონსტიტუციური საქართველოს კონსტიტუციის მიმართებაში, არამედ ეს ასევე არის დემოკრატიის ძირითადი საყრდენის წინააღმდეგ თავდასხმა. ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ,რომ მათ შეუძლიათ გარეთ გასვლა და საკუთარი საქმის შესრულება, საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დაშინების და ძალადობის შიშის გარეშე. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მთავრობისგან იქნება მკაფიო გზავნილები, რომ მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს მოჰყვება შედეგები, რომ ნებისმიერი ტიპის თავდასხმები – სიტყვიერი, ბულინგი, დაშინება არ იქნება დაშვებული. ვფიქრობ, ასეთ გარემოში ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა დეგნანმა.