კელი დეგნანი - ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება
ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„არჩევნები გვიახლოვდება, არსებობს ბევრი პოლიტიკური რიტორიკა, კეთდება ბევრი განცხადება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, რასაც პარტიების მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება. ნებისმიერი მოძრობა, რომელიც ზღუდავს არჩევანს ან ართულებს ოფიციალური კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას არჩევნების შემდეგ, ნაადრევია და ხელს არ უწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოითხოვა, უფრო პროპორციული და მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.