კელი დეგნანი - პოზიტიურია, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს პროცესს, პოლიციამ დიდი საქმე გასწია, რათა სასამართლოში უსაფრთხოდ მოხვედრილიყო
კელი დეგნანი - პოზიტიურია, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს პროცესს, პოლიციამ დიდი საქმე გასწია, რათა სასამართლოში უსაფრთხოდ მოხვედრილიყო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს.

„ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ ბატონ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს მის სასამართლო პროცესს მეორედ. პოლიციამ დიდი საქმე გასწია, ორგანიზება გაუკეთა, რომ ის იქ მოხვედრილიყო უსაფრთხოდ. მედიას აქვს საშუალება, გააშუქოს ეს ამბავი და საზოგადოებას შეუძლია ამ ამბავზე დაკვირვება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მხარდამჭერებს ჰქონდეთ საშუალება, მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში შეიკრიბონ.

„ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლიანი სასამართლოსთვის. ვიდრე განხილვა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, ყველა ჩართულმა მხარემ თავისი წვლილი შეიტანოს, რათა უფლებები დაცული იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.