კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია დაბრუნდა პარლამენტში, შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც გამბედაობა გამოიჩინეს
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია დაბრუნდა პარლამენტში, შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც გამბედაობა გამოიჩინეს

შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილს მოაწერეს ხელი პარტიებმა საქართველოს დემოკრატიისთვის რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფუნქციონირებს მრავალპარტიული დემოკრატია და როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების სხვა დეტალებზე პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში დაბრუნდნენ.

„დეტალები არის პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ იმუშაონ, ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომ მათ აქვთ დებატები, ისინი გადაწყვეტენ ამ საკითხს ისე, რომ მისაღები იყოს ყველასთვის. რაც მნიშვნელოვანია, ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში, სადაც აშშ-ის შეხედულებით ისინი უნდა იყვნენ, იმუშაონ საქართველოს პროგრესზე. ვფიქრობ, შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, რაც ასევე ამ შეთანხმების ნაწილია, ეს რეალურად შეცვლის და გააუმჯობესებს საქართველოს არჩევნებს, მათ შორის მათ შორის ოქტომბრის არჩევნებს და აღადგენს საზოგადოების ნდობას. მე შევაქებ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც პოლიტიკური გამბედაობა გამოიჩინეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და მხარი დაეჭირათ შეთანხმებისთვის. ახლა საკუთარ საქმეს აკეთებენ ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.