კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო, ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია შედგება
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო, ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია შედგება

ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გახსნისთვის და იმისთვის, რომ ხალხს მიეცეს უფლება ნორმალური ცხოვრება აღადგინოს, ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის გახსნისთვის.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“,- განაცხადა დეგნანმა.