კელი დეგნანი - მიღებულ კანონპროექტში ბევრი პოზიტიური კომენტარია, თუ რას მიაღწია საქართველომ და რისი კეთება უნდა განაგრძოს იმ გზაზე, რის ხილვასაც ისურვებდა აშშ
კელი დეგნანი - მიღებულ კანონპროექტში ბევრი პოზიტიური კომენტარია, თუ რას მიაღწია საქართველომ და რისი კეთება უნდა განაგრძოს იმ გზაზე, რის ხილვასაც ისურვებდა აშშ

კანონპროექტში ბევრი პოზიტიური კომენტარია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია საქართველომ და რისი კეთება უნდა განაგრძოს იმ გზაზე, რის ხილვასაც ისურვებდა აშშ, – ასე ეხმაურება საქართვლოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას.

ამასთან, კელი დეგნანის თქმით, მოხარულია საქართველოში საარჩევნო რეფორმის შესახებ კანონის მიღებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შესაფერისი პირობების შესაქმნელად. მისივე თქმით, ახლა მთავარი მისი იმპლემენტაციაა.

„იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც არ იყო გაწერილი კანონმდებლობაში და ამის ხილვას ვისურვებდით. ეს ოდირი-ს რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით განხორციელდება თუ არა ეს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოს, რომ ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მისვლას თავისუფლად, დაშინების გარეშე შეძლებს.

მნიშვნელოვანია კანონპროექტის მთლიანად წაკითხვა. იქ ძალიან ბევრი პოზიტიური კომენტარია იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაღწია საქართველომ და რისი კეთება უნდა განაგრძოს საქართველომ იმ გზაზე, რის ხილვასაც ისურვებდა აშშ. ესაა დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება. ცხადია, იქ არის მნიშვნელოვანი გზავნილები და როდესაც სენატორი რიშისგან, სენატორი შაჰინისგან და კონგრესის სხვა წარმომადგენლებისგან, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრობენ, მოდის ასეთი გზავნილი, ეს ყურადსაღებია. უნდა მოუსმინოთ მათ, რადგან ეს არის ის ხალხი, ვინც იცნობს საქართველოს და რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს წარმატებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.