კელი დეგნანი კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
კელი დეგნანი კათოლიკოს-პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.

აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა, თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია ელჩის მილოცვაში.