კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკმარისი რაოდენობის ვაქცინის მისაღებად
კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკმარისი რაოდენობის ვაქცინის მისაღებად

ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით.

„გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად. ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახან გამოჩნდა „ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინა და იმედი გვაქვს, უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდოვის, უკრაინისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა დღეს ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.