კელი დეგნანი - ეს შეთანხმება ღია იქნება ინდივიდუალური წევრებისთვის ხელის მოსაწერად, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს იმდენად ყოვლისმომცველი, რამდენადაც შესაძლებელია
კელი დეგნანი - ეს შეთანხმება ღია იქნება ინდივიდუალური წევრებისთვის ხელის მოსაწერად, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს იმდენად ყოვლისმომცველი, რამდენადაც შესაძლებელია

გასული ექვსი თვე იყო რთული, ხანგრძლივი პროცესი, მადლობელი ვართ შარლ მიშელის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობისთვის. ეს შეთანხმება ღია იქნება ინდივიდუალური წევრებისთვის ხელის მოსაწერად და ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს იმდენად ყოვლისმომცველი რამდენადაც შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს იმდენად ყოვლისმომცველი შეთანხმება, რამდენადაც ამის საშუალება არსებობს, რათა ვაჩვენოთ, რომ საქართველომ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ დემოკრატიული მომავლისთვის, მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში და სწორედ ამიტომ ძალიან ამაყი ვარ მე, როგორც ამერიკის ელჩი“, – განაცხადა დეგნანმა.

დატოვე კომენტარი