კელი დეგნანი - ჟურნალისტებმა საქმე უნდა აკეთონ დაშინების, ძალადობის გარეშე, შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, თავდასხმების ორგანიზატორები დაკავებული არ არიან
კელი დეგნანი - ჟურნალისტებმა საქმე უნდა აკეთონ დაშინების, ძალადობის გარეშე, შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, თავდასხმების ორგანიზატორები დაკავებული არ არიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა საქმეების მიუკერძოებელი, პროფესიული გამოძიება.

მისივე თქმით,  მიზანმიმართული თავდასხმების ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონ. ამასთან, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა დაშინებისა და ძალადობის გარეშე უნდა აკეთონ საქმე.

„კარგია ნახვა, რომ ადამიანები დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება. საჭიროა საქმეების მიუკერძოებელი, პროფესიული გამოძიება. ვიცით, პოლიცია კარგად არის განსწავლული, რომ ეს გააკეთოს. გამოძიებას გარკვეული დრო სჭირდება. შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, ორგანიზატორები დაკავებული არ არიან. ეს იყო ორგანიზებული, მიზანმიმართული თავდასხმები და მნიშვნელოვანია, ორგანიზატორებმა პასუხი აგონ. ჟურნალისტებმა კამპანიის დროს საქმე უნდა აკეთონ დაშინებისა და ძალადობის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი