კელი დეგნანი - აშშ-ის ამაყად პარტნიორობს საქართველოს თავდაცვის ძალებთან და მსახურობს მათთან ერთად ნებისმიერ ადგილას
კელი დეგნანი - აშშ-ის ამაყად პარტნიორობს საქართველოს თავდაცვის ძალებთან და მსახურობს მათთან ერთად ნებისმიერ ადგილას

მსურს, აღვნიშნო, რომ აშშ თავდაცვის ძალები და აშშ-ს საზღვაო ქვეითების დანაყოფი მზად არიან, რომ აღადგინონ წვრთნები ქართულ თავდაცვის ძალებთან, მას შემდეგ, რაც მოიხსნება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ამაყად პარტნიორობს საქართველოს თავდაცვის ძალებთან და მსახურობს მათთან ერთად ნებისმიერ ადგილას.

„უსაფრთხოება ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც წლების მანძილზე მიმდინარე ძალიან ინტენსიურმა სამუშაოებმა, ტრენინგებმა, სწავლებებმა და რეფორმებმა, შედეგად მოგვცა თანამედროვე, უნარიანი, პროფესიონალური თავდაცვის ძალები, რომელთან თანამშრომლობით აშშ ამაყია. აშშ ამაყად პარტნიორობს მათთან და მსახურობს ნებისმიერ ადგილას. ასევე, მსურს, აღვნიშნო ის მართლაც უმნიშვნელოვანესი როლი, რაც შეასრულეს თავდაცვის ძალებმა და სამართალდამცველმა სააგენტოებმა კრიზისის დროს. კრიზისის რეაგირებაში მათი როლი მართლაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო. ასევე მსურს, აღვნიშნო, რომ აშშ თავდაცვის ძალები და აშშ-ს საზღვაო ქვეითების დანაყოფი მზად არიან, რომ აღადგინონ წვრთნები ქართულ თავდაცვის ძალებთან, მას შემდეგ, რაც მოიხსნება კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები. ფაქტობრივად, საზღვაო ქვეითთა კონტიგენტი საქართველოში ემზადება, რომ გაემგზავროს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა დანაყოფთან ერთად ზაფხულში. როგორც ხედავთ, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის ელჩი ქვეყანაში, რომელიც არის ერთგული დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და მას აქვს სურვილი, გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა, რათა გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.​