კელი დეგნანი - საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ვცდილობდი პოლიტიკური ლიდერების დახმარებას ღრმა პოლარიზაციის დასაძლევად, გულდასაწყვეტია, დაადანაშაულო დასავლელი პარტნიორები იმაში, რაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა 

მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, 2.5 წელიწადნახევრის წინ, თითქმის ყოველი დღე ვცდილობდი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას და ვცდილობდი მათ დახმარებას იმ ღრმა პოლარიზაციის დასაძლევად, რაც აქ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია იმის მოსმენა, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს სიმართლეა, ცდილობენ, დაადანაშაულონ დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციასა და პოლიტიზებულ გარემოზე.

„ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამდენი ვიმუშავეთ რათა დავხმარებოდით საქართველოს ამის გადალახვაში. ხალხისთვის გულდასაწყვეტია იმის მცდელობა, რომ დაადანაშაულონ საქართველის დასავლელი პარტნიორები იმაში, რაც საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა და საჭიროებს აღმოფხვრას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.