კელი დეგნანი - ამნისტიის კანონი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს, მაგრამ ქვეყანას აძლევს წინსვლის საშუალებას
კელი დეგნანი - ამნისტიის კანონი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს, მაგრამ ქვეყანას აძლევს წინსვლის საშუალებას

მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა. ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში. ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი