კელი დეგნანი - Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება
კელი დეგნანი - Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება

ძალიან ამაღელვებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ გადმოხტნენ პარაშუტით ამ ბრწყინვალე დღეს მედესანტეები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ნატო-ს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან. ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ის აჩვენებს, რომ ძალები მზადყოფნაშია, ურთიერთავსებადია და მობილურები არიან, რათა რეაგირება მოახდინონ იქ, სადაც ეს საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი წვრთნები რეგულარულად ჩატარდეს.

„დღევანდელი ღონისძიება, არის უფრო ღონისძიების – სამხედრო სწავლების Agile Spirit-ის ნაწილი, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს. ეს სწავლება შესაძლებლობას აძლევს 15 მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას იმუშაონ ერთად, დახვეწონ უნარები და უზრუნველყონ ურთიერთავსებადობა. ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება. ასე რომ ეს არის დიდი და ძალიან ამაღელვებელი დღე, მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში პირველად, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა.