კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არაჩვეულებრივი იქნებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. ​ვფიქრობ, საჭიროა შარშან დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა. ბაზარი შეცვლილია და უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რამდენად არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა, ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი