კეინს „ტოტენჰემის“ დატოვება სურს #1TVSPORT
კეინს „ტოტენჰემის“ დატოვება სურს #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა, – ამის შესახებ „სქაი სპორტის“ ეთერში განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა დევიდ ორნშტეინმა.

მისი ინფორმაციით, კეინს სურს ისეთ გუნდში გადასვლა, რომელსაც ტიტულების მოგების შესაძლებლობა ექნება.

ამასთან, ინგლისელის ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა. საქმე ისაა, რომ „ტოტენჰემს“ თავისი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 140 მილიონი ევროს მიღება სურს. ასეთმა ფასმა კი, შესაძლოა, შეაშინოს კეინის პრაქტიკულად ყველა პოტენციური მყიდველი.

ფორვარდის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან პრემიერლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.