კეინმა საკლუბო დონეზე 200 გოლი გაიტანა
კეინმა საკლუბო დონეზე 200 გოლი გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა „ნიუკასლი“. ლონდონელმა რიგებში დუბლი შეასრულა ჰარი კეინმა, კიდევ ერთი გოლი ჰეონ-მინ სონმა გაიტანა, „ნიუკასლის“ მხრიდან კი თავი გამოიჩინა მეტ რიტჩიმ.

ამ მატჩის შემდეგ, ჰარი კეინმა პროფესიულ კარიერაში საკლუბო დონეზე 200 გოლი დააგროვა, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი „ოპტა“.

კეინს 185 გოლი აქვს გატანილი „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში, 9 – „მილუოლში“, 5 – „ლეიტონში“ და 2 – „ლესტერში“.

დატოვე კომენტარი