კეინი ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ წასვლის ვარიანტს განიხილავს
კეინი ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ წასვლის ვარიანტს განიხილავს

„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი 2020 წლის ზაფხულში აპირებს განიხილოს რამდენიმე ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად, მათ შორისაა, ლონდონურ კლუბში დარჩენა, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.

კეინი დარწმუნებული არ არის, „ტოტენჰემი“ დღევანდელი შემადგენლობით რეალურად განაცხადებს თუ არა პრეტენზიას ტიტულებზე. სიტუაცია შეიძლება გააუარესოს გუნდის ვერმოხვედრამ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც შეამცირებს სატრანსფერო ბიუჯეტს ზაფხულისთვის.

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა აპირებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავისი ბომბარდირი შეინარჩუნოს. თუ ინგლისელი მაინც გადაწყვეტს წასვლას, კლუბი მასში 172 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში კეინმა 25 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

ფორვარდს „ტოტენჰემთან“ 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი.