კეინი შეიძლება „ლივერპულში" გადავიდეს - ფეხბურთელს ინგლისში სურს კარიერის დასრულება #1TVSPORT
კეინი შეიძლება „ლივერპულში" გადავიდეს - ფეხბურთელს ინგლისში სურს კარიერის დასრულება #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი სერიოზულად განიხილავს მიმდინარე სეზონის შემდეგ ინგლისში დაბრუნების ვარიანტს. ფეხბურთელს სამშობლოში სურს კარიერის დასრულება. ამის შესახებ დაწერა El Nacional-მა 31 წლის მოთამაშესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელი ფორვარდის გაფორმებაზე ფავორიტი „ლივერპულია“. წერენ, რომ მერსისაიდული კლუბი ინგლისის ნაკრების კაპიტანს შესთავაზებს ამბიციურ პროექტს, შეკრულ გუნდსა და რეალურ ამბიციებს. ამასთან, „ბაიერნის“ პოზიციაც მყარია, რადგან კეინთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მაგრამ ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნების სურვილმა, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

ჰარი კეინი „ბაიერნში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.