„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ იგი კლუბის ყოფილ დამრიგებელს მაურისიო პოჩეტინოს შეხვდა.
„ძალიან მინდოდა მისი ნახვა,რამდენიმე საათი ვისხედით და ბევრ თემებზე ვისაუბრეთ. ახალი მწვრთნელის მოსვლამდე ამის გაკეთება სასიამოვნო იყო, – მჰოყავს კეინის სიტყვები Goal-ს –
პოჩეტინოს წასვლა შოკისმომგვრელია მთელი გუნდისთვის, მაგრამ ჩვენთან მოვიდა ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. ახლა მობილიზაცია და მხოლოდ თამაშზე ფიქრი გვმართებს “.
შეგახსენებთ,რომ 19 ნოემბერს „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ზოჟე მოურინიო დაინიშნა.