„სთრით არტის“ ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გამო კედლის მოხატვას ვერ ახერხებენ
„სთრით არტის“ ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების გამო კედლის მოხატვას ვერ ახერხებენ

საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის ორგანიზებით, გაგარინის ქუჩის მიმდებარედ „სთრით არტის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო.

ფესიტავლის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლუკა ჯაფარიძის განცხადებით, მათ მერიიდან შესაბამისი ნებართვა მიღებული ჰქონდათ, რომ ამავე ქუჩაზე, ერთ-ერთ კედელზე ფესტივალის ფარგლებში, ნახატები უნდა განეთავსებინათ, თუმცა ორგანიზატორებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები დახვდათ გაკრული.

„აქ იმართებოდა და გაიმართება ქუჩის ფესტივალი „გამოხატე“. ამ ფესტივალის ფარგლებში, უნდა გაკეთებულიყო კედლის ნახატები, მაგრამ დილით დაგვხვდა პლაკატები გაკრული. ისე აღმოჩნდა, რომ მათაც აქვთ პლაკატის გაკვრის უფლება და ვერ ვაკეთებთ საქმეს“, – განაცხადა ლუკა ჯაფარიძემ.