კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაზაფხულის სემესტრის დაწყება 16 მარტამდე გადადო
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაზაფხულის სემესტრის დაწყება 16 მარტამდე გადადო

​კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ გაზაფხულის სემესტრს ორი მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყებენ.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყოს.

ამ პერიოდში უნივერსიტეტის ყველა კორპუსში, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც.