„კავკასიის ქარის კომპანია“ ლილოში ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს
„კავკასიის ქარის კომპანია“ ლილოში ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

BGEO ჯგუფის შვილობილმა, „კავკასიის ქარის კომპანიამ” სახელმწიფოსგან დიდ ლილოში მდებარე 31 395 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. კომპანია ადგილზე ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ქონებაში კომპანიამ 76 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ დროისთვის კი კომპანიას თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესრულებული და 7500 ლარი აქვს გადახდილი.

„კავკასიის ქარის კომპანიამ“ საქართველოში ქარის სადგურების აშენების ინტერესზე ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. დასახელდა შვიდი ლოკაცია. რამდენიმე მშენებლობისთვის „კავკასიის ქარის კომპანიამ” მიწის ნაკვეთები უკვე შეძენილი აქვს, მათ შორის, მცხეთასა და თერჯოლაში.

განახლებადი ენერგიის სადგურებში ერთ მგვტ-ზე საშუალო ინვესტიცია 1-1.5 მლნ დოლარს შეადგენს.