კავანი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედისონ კავანი გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს, რადგან კონტრაქტის ვადა ამოიწურა, – იუწყება მანჩესტერული კლუბის პრესსამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
„ჩვენ დაგვაკლდება შენი კლასი და გამოცდილება“, – ამ სიტყვებით ემშვიდობება „მანჩესტერ იუნაიტედი“ 35 წლის ურუგვაელს.
ედისონ კავანი მანჩესტერელთა რიგებს 2020 წლის შემოდგომაზე, „პარი სენ-ჟერმენიდან“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
Passing on words of wisdom.
We’ll miss your guidance and experience, @ECavaniOfficial ❤#MUFC pic.twitter.com/NIKSNcg2QE
— Manchester United (@ManUtd) May 23, 2022