კავანი, ლევანდოვსკი, მესი და რონალდუ 2017 წლის ბომბარდირები არიან
კავანი, ლევანდოვსკი, მესი და რონალდუ 2017 წლის ბომბარდირები არიან

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ედინსონ კავანიმ “კანის” წინააღმდეგ (3:1) თავისი 53-ე გოლი გაიტანა 2017 წელს.
ურუგვაელი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფს სამ ფეხბურთელთან – ლიონელ მესისთან (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუსთან (“რეალი”) და რობერტ ლევანდოვსკისთან (“ბაიერნი”), რომლებსაც ასევე 53 გოლი აქვთ გატანილი.
კავანი და ლევანდოვსკი წელს აღარ ითამაშებენ, მესისა და რონალდუს კი ერთი მატჩი რჩებათ – ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 23 დეკემბერს “სუპერკლასიკოში“, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს.
ამ კვარტეტის დავაში შეიძლება ჩაერიოს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი – მას 50 გოლი აქვს გატანილი და წლის ბოლომდე კიდევ ორი მატჩი უნდა ჩაატაროს.