კატი პირი - „თბილისი პრაიდის“ იძულებით გაუქმება არის კონსერვატიული ძალების გამარჯვება, რომლებიც მზად არიან, დააშინონ ძალადობით
კატი პირი - „თბილისი პრაიდის“ იძულებით გაუქმება არის კონსერვატიული ძალების გამარჯვება, რომლებიც მზად არიან, დააშინონ ძალადობით

ნიდერლანდების პარლამენტის წევრი და ყოფილი ვეროპარლამენტარი კატი პირი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ „თბილისი პრაიდის“ გაუქმება არის კონსერვატიული ძალების გამარჯვება, რომლებიც მზად არიან, დააშინონ ძალადობით.

„თბილისი პრაიდის“ იძულებით გაუქმება ძალიან სამწუხაროა. ეს არის კონსერვატიული ძალების გამარჯვება, რომლებიც მზად არიან, დააშინონ ძალადობით. ასევე, დანაკარგი საქართველოს მთავრობისთვის, რომელსაც არ შესწევს ძალა, უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული პრაიდი“, – წერს კატი პირი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კატი პირი წერდა, რომ თითოეულის უსაფრთხოების უზუნველყოფა ხელისუფლების დიდი პასუხისმგებლობაა.