კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა

19:21, 03.11.2025

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედიაპლატფორმას აერთიანებს.

2019-2021 წლებში ვარლამ ავალიანი იყო „სტუდია მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი.

2012-2014 წლებში ვარლამ ავალიანი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს.

2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად. 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიაში.

მსგავსი