კატარის საგარეო უწყების წარმომადგენელი – წითელი ზღვის სამხრეთ შესასვლელის ჩაკეტვა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული იქნება და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის შედეგებს

18:32, 15.09.2026

წითელი ზღვის სამხრეთ შესასვლელის ჩაკეტვა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული იქნება და ჩვენ უკვე ვხედავთ ამის შედეგებს, – ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ალ-ჰაშმიმ განაცხადა.

მისი თქმით, კატარი დიპლომატიისა და დიალოგისკენ ისწრაფვის.

„მსოფლიო უკვე საკმარისად ზარალდება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ამიტომ არ შეგვიძლია, ამ ყველაფერს ბაბ-ელ-მანდების სრუტის პრობლემაც დავუმატოთ“, – აღნიშნა კატარის საგარეო უწყების წარმომადგელმა.

მსგავსი