კატარის საგარეო უწყება - კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს თავდასხმას, არ შეეგუება ისრაელის უპასუხისმგებლო ქცევას, რეგიონის უსაფრთხოებით მანიპულირებას
კატარის საგარეო უწყება - კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს თავდასხმას, არ შეეგუება ისრაელის უპასუხისმგებლო ქცევას, რეგიონის უსაფრთხოებით მანიპულირებას

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე თავდასხმას გმობს. საგარეო უწყების წარმომადგენლის, მაჯედ ალ ანსარის განცხადებით, დარტყმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი შენობა, სადაც „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობს“.

მისივე თქმით, თავდასხმა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ, ვინც კატარში იმყოფება.

„კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ თავდასხმას და აცხადებს, რომ არ შეეგუება ისრაელის უპასუხისმგებლო ქცევას, რეგიონის უსაფრთხოებით მანიპულირებას და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული“, – ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.

ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.