კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – დოჰაში აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებთან შეხვედრები დასრულდა, მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, დოჰაში აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებთან შეხვედრები დაასრულეს.
ალ-ანსარის განცხადებით, ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებულ საკითხებზე პროგრესი დაფიქსირდა.
„მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. შემდეგი შეხვედრა შეძლებისდაგვარად უახლოეს პერიოდში, ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ დაინიშნება“, – აღნიშნავს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
Qatar & Pakistan mediators concluded separate meetings with the US & Iranian negotiators in Doha today, with positive progress made on issues related to the Islamabad Memorandum of Understanding, building on the outcomes of the Lake Lucerne Summit. The parties agreed to continue…
— د. ماجد محمد الأنصاري Dr. Majed Al Ansari (@majedalansari) July 1, 2026