კატარის პრემიერ-მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის საპასუხო ზომები იორდანიაში მომხდარ თავდასხმაზე არ შეაფერხებს მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს
კატარის პრემიერ-მინისტრი - ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის საპასუხო ზომები იორდანიაში მომხდარ თავდასხმაზე არ შეაფერხებს მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს

კატარს იმედი აქვს, რომ აშშ-ის საპასუხო ზომები იორდანიაში მომხდარ თავდასხმაზე არ შეაფერხებს მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ვერაფერი ვერ მოახდენს გავლენას იმ ძალისხმევაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ შეუქმნის საფრთხეს პროცესს“, – განაცხადა ალ-ტანიმ.

მისივე თქმით, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, არის ის, რომ ჩვენ ახლა ბევრად უკეთეს ადგილას ვართ, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვიყავით. მჯერა, რომ მოლაპარაკებებმა გადაინაცვლა იმ ეტაპზე, სადაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა მომავალში. ეს არის ყველას მიზანი, ​​რადგან ჩვენ ვხედავთ ხალხის ტანჯვას ღაზაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ბაზა სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.