კატარის პრემიერ-მინისტრი - ველოდებით ლიბანის მთავრობის ფორმირებას და ამის შემდეგ განვიხილავთ ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობას
კატარის პრემიერ-მინისტრი - ველოდებით ლიბანის მთავრობის ფორმირებას და ამის შემდეგ განვიხილავთ ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობას

კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს ლიბანის ინსტიტუტებს.

ამის შესახებ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ ბეირუთში, ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამასთან, კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, ლიბანის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ის მზადაა ერთობლივ პროექტებზე სამუშაოდ.

„ჩვენ ველოდებით მთავრობის ფორმირებას და ამის შემდეგ განვიხილავთ ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აღნიშნა ალ-ტანიმ.

ლიბანის პრეზიდენტის გარდა, ალ-ტანი შეხვდა ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, პრემიერმინისტრობის კანდიდატსა და პარლამენტის სპიკერსაც.