კატარის პრემიერ-მინისტრი - კატარი ღიაა დიპლომატიისთვის და ირანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს
კატარი ღიაა დიპლომატიისთვის და ირანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა და ირანს კატარზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.
მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ კატარში, რას ლაფანის ენერგოკომპლექსზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმები დაგმო და უწოდა „საბოტაჟის აქტი“, რომელიც, მისი თქმით, თეირანის „აგრესიულ პოლიტიკასა“ და „სახიფათო ესკალაციაზე“ მიუთითებს.
გარდა ამისა, კატარის პრემიერ-მინისტრმა უარყო თეირანის მტკიცება, რომ ირანის სამიზნეს მხოლოდ აშშ-ის ინტერესები და ბაზები წარმოადგენს და აღნიშნა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმამ კატარელი ხალხის საარსებო წყარო მნიშვნელოვნად დააზიანა.
მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ამ ომის დაწყება ისრაელმა გადაწყვიტა, ირანმა კი პასუხის გაცემა მეზობლების მიმართ მტრული განწყობით მოინდომა.