კატარის პრემიერ-მინისტრი - ღაზის ომში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ზავის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები კრიტიკულ მომენტშია
კატარის პრემიერ-მინისტრი - ღაზის ომში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ზავის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები კრიტიკულ მომენტშია

ღაზის ომში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ზავის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები „კრიტიკულ“ მომენტშია, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა.

კატარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ღაზაში ამჟამად არის პაუზა და ეს ცეცხლის შეწყვეტად ვერ ჩაითვლება.

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ შესრულდება, თუ ისრაელის ძალები სრულად არ გავლენ, ღაზაში სტაბილურობა თუ არ იქნება, ხალხს შესვლა და გასვლა არ შეეძლება, რაც დღეს არ ხდება. ამჟამად ჩვენ, კატარი, თურქეთი, ეგვიპტე, შეერთებულ შტატებთან ერთად, ვიკრიბებით, რათა შემდეგი ფაზისთვის გზა გავაკეთოთ და ეს შემდეგი ფაზაც, ჩვენი პერსპექტივიდან, დროებითია, რადგან, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ მხოლოდ ღაზაში მომხდარ საკითხს განვიხილავთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარ კატასტროფას, ეს საკმარისი არ არის, რადგან ამ კონფლიქტს თავისი ფესვები აქვს და ეს კონფლიქტი მხოლოდ ღაზას არ ეხება, ეს ღაზას ეხება, დასავლეთ სანაპიროს ეხება, ეს პალესტინელების უფლებებს ეხება თავიანთი სახელმწიფოს შექმნის კუთხით“, – აღნიშნა კატარის პრემიერ-მინისტრმა.