კატარის ენერგეტიკის მინისტრი - ირანის მიერ კატარის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს, გამოსწორებას, შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს
კატარის ენერგეტიკის მინისტრი - ირანის მიერ კატარის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს, გამოსწორებას, შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს

ირანის მიერ კატარის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმა 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს, გამოსწორებას, შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ კატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად შერიდა ალ-ქააბიმ განაცხადა. ინფორმაციას „სქაინიუსიავრცელებს.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ირანის მიერ რას ლაფანის ენერგეტიკულ ობიექტზე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარადგინა. საად შერიდა ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა 17%-ით შეამცირა და წლიური შემოსავლის დაახლოებით 20 მილიარდი დოლარით ზარალი გამოიწვია.

მისივე თქმით, ამ მასშტაბური ზარალის აღმოფხვრას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.

ალ-ქააბის განმარტებით, ამ სიტუაციით დაზარალებული ქვეყნებია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ბელგია.