კატარის ემირმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა, მოუწოდოს ისრაელს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
კატარის ემირმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა, მოუწოდოს ისრაელს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას

კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა, მოუწოდოს ისრაელს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

„სამარცხვინოა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ეს საზარელი დანაშაული, თითქმის ორი თვეა, გრძელდება, რომლის დროსაც სისტემატური და დაუნდობელი ხოცვა მიმდინარეობს უდანაშაულო მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ქალების“, – თქვა ემირმა.

შეიხ ტამიმის თქმით, კატარი ორივე მხარესთან მუშაობს, რათა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

„ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ, რომ განვაახლოთ ზავი და შევუმსუბუქოთ ხალხს ტვირთი ღაზას სექტორში, მაგრამ პაუზები არ არის მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ალტერნატივა“, – ამბობს შეიხი ტამიმი.