კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება
კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება

კატარი ამერიკული კომპანია „ბოინგისგან“ 160 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კატარში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს მოეწერა.

აშშ-მა და კატარმა კიდევ რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის MQ-9B-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების შეთავაზებისა და მიღების წერილს, აშშ-სა და კატარს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განზრახვის შესახებ განცხადებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კატარის ემირს, შეიხ ტამინ ბინ ჰამად ალ-თანის გამორჩეულ ადამიანად მიიჩნევს და მეგობრობისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი“, – განაცხადა ტრამპმა.