კატარი 2022 | ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატებზე - ლეო მესიმ მუნდიალის ფინალში რამდენიმე რეკორდი მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებასთან ერთად, ფინალურ მატჩში რამდენიმე რეკორდიც გააუმჯობესა.

კერძოდ, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და გერმანელ ლოთარ მეთეუსს (25 მატჩი) გადაასწრო. ასევე მუნდიალზე ნათამაშები წუთების მიხედვით ის პაოლო მალდინისაც ჯობნის.

მესიმ საფრანგეთის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მუნდიალზე პლეი ოფის ყველა შეხვედრაში გოლი გაიტანა. ამავდროულად, პირველია მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი+საგოლე პასის რაოდენობით (ეს სტატისტიკა 1966 წლიდან ითვლება).

მესიმ ფიფა-სგან ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინ ეს ჯილდო მეორედ მიიღო. საერთო ჯამში, მესიმ მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-4 ადგილზეა და ამ მაჩვენებლით ბრაზილიელ პელეს გადაასწრო.

ლიონელ მესის დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წლის 16 ივნისს შედგა. გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, სერბეთ-მონტენეგროს (6:0) წინააღმდეგ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და პლანეტის მთავარ ტურნირებზე პირველი გოლი გაიტანა.