კატარი 2022 | ვერტონგენმა დე ბრუინი გააკრიტიკა - ჩვენი შეტევაც ძალიან დაბერდა #1TVSPORT
ბელგიის ნაკრებში არეულობაა. ცოტა ხნის წინ, ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა, გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში კითხვაზე, შეეძლო თუ არა ბელგიის ნაკრებს ჩემპიონატის მოგება, უპასუხა – „შანსი არ არის, ჩვენ ძალიან ბებერები ვართ. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერები ვიყავით. ამავე დროს, ვეტერანების შემცვლელები ჯერ მათი დონის არ არიან“.
დე ბრუინის განცხადებები არ მოეწონა მის თანაგუნდელ იან ვერტონგენს და ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მაროკოსთან წაგების (0:2) შემდეგ, ბელგიის ნაკრების შეტევა გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, დღეს კარგად ვერ ვუტევდით, რადგან ჩვენი შეტევის ხაზი დაბერებულია”- განაცხადა 35 წლის იან ვერტონგენმა და კევინ დე ბრუინზე მიანიშნა, რომელიც უკვე 31 წლისაა.