კატარი 2022 | ვარანი და კონატე საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდნენ #1TVSPORT
კატარი 2022 | ვარანი და კონატე საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდნენ #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მცველები რაფაელ ვარანი და იბრაჰიმა კონატე ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ნაკრების ხუთმა ფეხბურთელმა არგენტინასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ვარჯიში გამოტოვა.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ნაკრებმა უკვე მიიღო ზომები დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად – სასტუმროში, სადაც გუნდი ცხოვრობს, ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ატაროს ნიღბები, სასტუმროსა და სასადილოს დერეფნები კი სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება.

ვარანი და კონატე პირველები არ არიან, ვისაც ვირუსი დაუდასტურდათ – მანამდე ეს დაავადება დაიოტ უპამეკანოს, ადრიენ რაბიოსა და კინგსლი კომანს აღმოაჩნდათ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.