კატარი 2022 | ურუგვაის ნაკრებში შეიძლება მარსელო ბიელსა დაინიშნოს #1TVSPORT
ურუგვაის ნაკრებში, შესაძლოა, მწვრთნელი შეიცვალოს. გამოცემა TyC Sports-ის ინფორმაციით, დიეგო ალონსოს ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტი შეიძლება არგენტინელმა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს.
67 წლის სპეციალისტის ამოცანა იქნება გუნდის მომზადება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის.
ადრე ბიელსა ავარჯიშებდა სამხრეთამერიკულ ნაკრებებს: 1998-2004 წლებში არგენტინის ნაკრებში მუშაობდა, 2007-10 წლებში – ჩილეს ნაკრებში.
დიეგო ალონსოს ხელმძღვანელობით ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გავიდა.