კატარი 2022 | საუტგეიტმა ინგლისის ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT
გარეტ საუტგეიტმა გადაწყვიტა, გააგრძელოს მუშაობა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, 52 წლის სპეციალისტს ჯერ არ უცნობებია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაციისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი შინ კვირას დაბრუნდა და უკვე ელაპარაკა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თავისი მომავლის შესახებ. დიდი რაოდენობით ნეგატივის გამო, მას ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, მაგრამ, საბოლოოდ, გადაიფიქრა.
ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.