კატარი 2022 | საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში პირველად - ზედიზედ ექვსი მოგება მსოფლიო ჩემპიონატებზე #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა დანია 2:1 დაამარცხა, რაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ფრანგების ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო.
Opta-ს ცნობით, საფრანგეთმა მუნდიალზე ასეთი შედეგს (ზედიზედ ექვსი მატჩის მოგება) ისტორიაში პირველად მიაღწია. ესპანეთის 2010 წლის ფორმაციის ნაკრების შემდეგ საფრანგეთი პირველი გუნდი გახდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებების ასეთი სერია აქვს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დანია კილიან მბაპეს დუბლით 2:1 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური პირველმა გაინაღდა.
ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრები 30 ნოემბერს ტუნისს შეხვდება და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ქულაც ჰყოფნის.