კატარი 2022 | პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჟოზე მოურინიოს ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზა #1TVSPORT
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს, – იტყობინება La Gazetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია დაუკავშირდა მოურინიოს და შესთავაზა მთავარი მწვრთნელის პოსტების შეთავსება ეროვნულ გუნდსა და რომაულ კლუბში.
ჯერჯერობით პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ისევ ფერნანდუ სანტუში რჩება, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ და იქ მაროკოსთან 0:1 დამარცხდნენ.
ჟოზე მოურინიო „რომას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. შარშანდელ სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა ევროპის კონფერენს ლიგა მოიგო.